ვაშინგტონმა მოსკოვს ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა

ვაშინგტონმა მოსკოვს ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიესალმება, თუკი რუსეთი აქტიურად ჩაებმება ავღანეთში პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების საკითხში – ამის შესახებ ამერიკის შიდაპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ისაუბრა.
“ჩვენ ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ ავღანეთის მთავრობასთან და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით” – ამბობს უწყების წარმომადგენელი, რომელმაც ასეთი კომენტარი გაუკეთა უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ავღანეთში სიტუაციის დარეგულირება რუსეთის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. მისი აზრით, მოსკოვი ავღანეთში სიტუაციის მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს, ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ“
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: “ნაცმოძრაობა” ცდილობს, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს