16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ვაშინგტონმა და თეირანმა შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა მიიღეს, თუმცა ტრამპს ის ოფიციალურად არ დაუმტკიცებია

CNN -ის ინფორმაციით კი ირანისთვის გადაცემული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთი იდეაა და ტრამპს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა მიიღეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იგი ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

„ეს ბევრი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავდნენ თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ერთადერთი შანსია ომის დრამატული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

banner
წინა სტატიაში500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
შემდეგი სტატიაამერიკის დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა