ვაშინგტონმა და მოსკოვმა ბირთვული სარაკეტო შეთანხმების შეწყვეტაზე განცხადება გააკეთეს

აშშ-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პარასკევს, 2 აგვისტოს ოფიციალურად გამოაცხადებს ახლო და შორი მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე. ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ-ს შეთანხმებიდან გამოსვლა “დღეს შედის ძალაში” – “დოიჩე ველე” წერს.
მანამდე, იგივე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ. განცხადება კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა “ამერიკული მხარის ინიციატივით”.

ახლო და შორი მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1887 წელს დაიდო და მას ხელი რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს. შეთანხმება ქვეყნებს უკრძალავდა ეწარმოებინათ ბალისტიკური და ფრთიანი ახლო და შორი მანძილის რაკეტები.
2018 წლის ოქტომბერში შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება პირველად დონალდ ტრამპმა გააკეთა, რადგანაც ვაშინგტონის აზრით, რუსეთმა მისი პირობები დაარღვია.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგამომძიებელი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს