21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ვაშინგტონი თბილისს პირობებს უყენებს: რა სჭირდება საქართველოს ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, 25-28 მა­ისს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნეს, რომ დე­ლე­გა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მას­თან კონ­სტრუქ­ცი­ულ, მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მზად­ყოფ­ნა გა­უ­ზი­ა­რა.
ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ელის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბას ისე­თი პარტნი­ო­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ორი­ვე ქვე­ყა­ნას ხელ­შე­სა­ხებ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს და სრუ­ლად აა­მოქ­მე­დებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ტენ­ცი­ალს.

„25-28 მა­ისს თბი­ლის­ში აშშ-ის დე­ლე­გა­ცია შეხ­ვდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, ვიცე-პრე­მი­ე­რებს ბო­ჭო­რიშ­ვილს, მდი­ნა­რა­ძეს და მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­მო­მავ­ლო გზის გან­სა­ხილ­ვე­ლად. დე­ლე­გა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მას­თან კონ­სტრუქ­ცი­ულ, მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მზად­ყოფ­ნა გა­უ­ზი­ა­რა და მისი ინ­ტე­რე­სი სუ­ვე­რე­ნულ პარტნი­ო­რებს შო­რის ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და გულ­წრფელ დი­ა­ლოგ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბის შე­სა­ხებ.

მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის შე­საძ­ლო თან­ხვედ­რის სფე­რო­ე­ბი, მათ შო­რის: ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი სა­ერ­თო ერ­თგუ­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო, მავ­ნე გარე გავ­ლე­ნე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბა და ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ორი­ვე ერს გან­სა­ზღვრავს. ეს თან­ხვედ­რა ქმნის მყარ სა­ფუძ­ველს უფრო ღრმა პარტნი­ო­რო­ბის­კენ წინსვლის­თვის.

აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ამ ხაზი გა­უს­ვა ჩვენს ინ­ტე­რესს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კო­მერ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის: ამე­რი­კუ­ლი სა­ქონ­ლი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის უფრო ფარ­თო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. მდგრა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა უწყვე­ტი პროგ­რე­სი იმ პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სან­დო პარტნი­ო­რად აქ­ცევს, მათ შო­რის, ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მო­სა და სტა­ბი­ლუ­რი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტით, რაც ხელს უწყობს ოპო­ზი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბას. დე­ლე­გა­ცი­ამ გა­ნი­ხი­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გა­დად­გმაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ელის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბას ისე­თი პარტნი­ო­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ორი­ვე ქვე­ყა­ნას ხელ­შე­სა­ხებ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს და სრუ­ლად აა­მოქ­მე­დებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ტენ­ცი­ალს”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს, მათი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ოპო­ზი­ცი­ის რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იმ ფაქ­ტო­რებს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის­თვის სან­დო პარტნი­ო­რად აქ­ცევს.

“აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ამ სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უბ­რე­ბი გა­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის: „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“, „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო – ლე­ლო­სა” და პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. დე­ლე­გა­ცი­ამ მო­ის­მი­ნა შეშ­ფო­თე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მართ მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, მათ შო­რის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­სა და არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს შე­სა­ხებ.

დე­ლე­გა­ცი­ამ მათ გა­უ­ზი­ა­რა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია სა­ჭი­რო­ებს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თობს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რომ­ლებ­მაც მას ხმა მის­ცეს. პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ოპო­ზი­ცი­ის რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იმ ფაქ­ტო­რებს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის­თვის სან­დო პარტნი­ო­რად აქ­ცევს.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერ­თგუ­ლია კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა ყვე­ლა სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტორ­თან, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბით, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბით”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის
შემდეგი სტატია“ფუნქციონალურ დემოკრატიას ოპოზიცია სჭირდება”- რა უთხრა აშშ-ის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას?