ვაშინგტონი მზადაა ჩრდ. კორეის მიმართ ძალის გამოყენებაზე

გაერო-ში აშშ-ს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, სამხედრო ძალის ჩათვლით, რათა შეცვალოს ჩრდილოეთ კორეის ქმედებები.
აშშ-ს მხრიდან გაცხადებული მუქარა, 4 ივლისს ფხენიანის მიერ გაჟრერებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ჩრდილო კორეელებმა საკონტინენტთაშორისო ბალესტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადეს.
შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება არანახული მასშტაბის ტრაგედია იქნებოდა. ,,აშშ ამ პრობლემის მშვიდობიან მეთოდებით მოგვარების მომხრეა,, აცხადებდა ერთი თვით ადრე მეტისი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება თბილისის ყველა ბრალდება ყალბია
შემდეგი სტატიაილხამ ალიევი: მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობაზე