ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, რომელ ალიანსებს შეუერთდნენ

ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, რომელ ალიანსებს შეუერთდნენ, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ამერიკელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა ჟენევაში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ერთგულებას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული ერების თავისუფლებისადმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უენდი შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს.

„აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, – აღნიშნულია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი: ვლადიმერ პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს