ვაშინგტონი ძალიან კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას და გამოხატავს დიდ ინტერესს – დეგნანი

ის რაც თქვა ნედ პრაისმა, მართალია, ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა, უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს როგორც პარტნიორები და ვფიქრობ სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი – ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს უთანხმოება მეგობრებს და პარტნიორებს შორისაც, მაგრამ ამის განხილვის საუკეთესო გზა პრივატულად განხილვაა. საბოლოოდ, როგორც დიპლომატმა შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესია პირდაპირი პრივატული ჩართულობა გულწრფელი, თუმცა ყოველთვის პატივისცემით სავსე. ამას ყველა იმსახურებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას და გამოხატავს დიდ ინტერესს.

„მე ყოველთვის მოხარული ვარ გავცე პასუხები კითხვებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და როგორც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. მე ყოველთვის მზად ვარ გავცე კითხვებს პასუხი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მუშაობას ეხება. ჩვენ საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ, ვინც მიისწრაფვის გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. როგორც თქვენ მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას საქართველოში და გამოხატავს დიდ ინტერესს იმიტომ, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულები ამ ქვეყნის წარმატებით. სწორედ ამიტომ ვუჭერდით მხარს საქართველოს ამდენად ფართოდ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ახლახან ვიყავი სვანეთში და სამეგრელოს რეგიონში და მშვენიერი იყო ყველა იმ პროექტის და ადამიანის ნახვა, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ეხმარება ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს ძალიან კარგი გამეორება იყო იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყია, რომ ჩვენ ამის მხარდაჭერა შეგვიძლია.

როგორც ნედ პრაისმა თქვა, ეს არ არის გზა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. მე დიპლომატი ვარ, შეერთებული შტატების ხალხს წარმოვადგენ. არ ვიღებ არაფერს რაც აქ ხდება პიროვნულად, რადგან მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ის რაც თქვა ნედ პრაისმა, მართალია. ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა, უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები და ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. ნებისმიერი სახის ჭორები და სპეკულაციები და განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს ქართველი ხალხისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს რამენაირად დაეხმარება დიალოგს. სწორი მიდგომაა, რომ განსხვავებების განხილვა პირადად მოხდეს. ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს უთანხმოება მეგობრებს და პარტნიორებს შორისაც, მაგრამ ამის განხილვის საუკეთესო გზა პრივატულად განხილვაა. საბოლოოდ, როგორც დიპლომატმა, შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესია პირდაპირი პრივატული ჩართულობა გულწრფელი, თუმცა ყოველთვის პატივისცემით სავსე. ამას ყველა იმსახურებს“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია – წინ ბევრი სერიოზული ფაქტი გველოდება – ბეჟაშვილი