ვაშინგტონი ძალიან ახლოს და ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურის წინ

„ეს შეხვედრა იყო მორიგი დადასტურება ჩვენი ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, რომ ვაშინგტონი ძალიან ახლოს და ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურის წინ. ყველა ნათლად ხედავს რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 30 ოქტომბრის არჩევნებს და შედეგებს. ვისაუბრეთ იმ მეთოდებზე და ფორმებზე, რაც გამოიყენება ხალხის ნების შესაცვლელად, ასევე საარჩევნო მანიპულაციაზეც, რაც მრავლად ვნახეთ როგორც გასულ წელს, ისე პირველ ტურზე. ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც არის დემოკრატიის მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა მეორე ტურის მეშვეობით დიდ ქალაქებში გადავიდეს კოალიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბალანსის მართვის მეთოდზე”,- აღნიშნა პარტია “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც.

“ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც ახლა არის აქტუალური. რა თქმა უნდა, იყო მესამე პრეზიდენტის თემაც, ასევე ყველა ის თემა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვილი შემადგენელი ნაწილია. მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი პოზიციების და პოლიტიკური ხედვების გაცნობა მათთვის. იმ გეგემბის, რომელიც აქვს ჩვენს პარტიებს მეორე ტურამდე და გრძელვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ცნობისთვის, სასტურმო “რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლების ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ისინი პარტია “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს”, “გირჩის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებს შეხვდნენ. ამასთან, დილის საათებში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: “სადაც თენგიზ კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას, სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას”
შემდეგი სტატიამელია: პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით