„ვაშინგტონ პოსტის“ – ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ჟენევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს წერილობით განმარტებას გაუგზავნის ოფიციალური მოსკოვის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე.

მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, აღნიშნული წერილობითი პასუხი არ გასაჯაროვდეს, თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ კრემლმა შესაძლოა, ის მაინც გამოაქვეყნოს.

ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წერილობით პასუხში საუბარი იქნება ამერიკის უსაფრთხოების შეთავაზებაზე და იქნება იმის დადასტურება, რომ ამერიკის ინტერესებში არის სურვილი დიალოგის გაგრძელებაზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა
შემდეგი სტატიასოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს