ვაშინგტონ პოსტი: გახდება თუ არა მსოფლიო ბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

გახდება თუ არა მსოფლიო ბანი საქართველოს პრემიერ მინისტრი?! – ცნობილი ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ამ სათაურით ვრცელ სტატიას აქვეყნებს;

სტატიის ავტორი საუბრობს IRI-ს კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ რეიტინგებში პაატა ბურჭულაძემ 75 პროცენტით სერიოზულად დაჯაბნა პრემიერი კვირიკაშილი, რომლის პოპულარობაც 56%-ს არ აღემატება. გავლენიანი ამიერიკული გამოცემა ასევე საუბრობს ბუჭრულაძის პოლიტიკური ძალის სწრაფად მზარდ რეიტინგზე, რომელიც მესამე პოზიციას იკავებს და არც თუ დიდი სხვაობით ჩამორჩება ქართულ ოცნებას თუ ნაციონალურ მოძრაობას.

“ აქ ჩემი პირადი პოპულარობა არაფერ შუაშია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მზარდი რეიტინგი მანიშნებელია იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გაამართლა” – აცხადებს ბურჭულაძე ვაშინგტონ პოსტთან საუბრისას.

ამერიკელი ექსპერტის მაიკლ ჩეჩირეს აზრით, ბურჭულაძე ქართული კონსერვატიზმის ახალი სახეა. მისი პოლიტიკური ძალის პოპულარობა კი დიდწილად ქართული ოცნების მხრიდან ამომრჩეველთა იმედგაცრუებას უკავშირდება. მისი აზრით, ოქტომბრის არჩენებში ნაკლებად სავარაუდოა რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს და მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, რაც კოალიციური მთავრობის აუცილებლობას განაპიროებს. “მოძრაობა სახელმწიფო ხალიხსთვის” შესაძლოა არ იყოს ამ კოალიციის წამყვანი ძალა თუმცა მას შეუძლია სერიოზული როლი შეასრულოს ნებისმიერი კონფიგურაციის მთავრობაში”, აცხადებს ჩეჩირე.

ბურჭულაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას მკვეთრად გამოკვეთილი პრო-დასავლური პოზიციები აქვს. საქართველოს მომალი ევროკავშირსა და ნატოშია და სწორედ ამ ორგანიზაციების წევრობა იქნება რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი.

banner
წინა სტატიაში(video) რუსი მორაგბეების მიმართვა მერაბ კვირიკაშვილს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: საკონსტიტუციო რევოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება, უტიფარი ბრალდებაა