,,ვაშინგტონ პოსტი,, – ალიევი იქცევა როგორც ტირანი

,,ეროვნული პრესის დღესთან დაკავშირებით, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს 255 ბინა აჩუქა. ოთხი წლის უკან, მან 150 ბინა დაურიგა ჟურნალისტებს და ორივე შემთხვევაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ,,აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია,, მიუხედავად ამისა, ალიევი იქცევა როგორც ტირანი,, ნათქვამია ,,ვაშინგტონ პოსტის,, სტატიაში.


ამერიკული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ილჰამ ალიევის მმართველობის სტილზე და მის მისწრაფებაზე, რომ დააშინოს და გააჩუმოს ყველა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ,,აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა სააგენტო ,,ტურანის,, ხელმძღვანელი მეხმან ალიევი და მის უწყებას ფინასური დარღვევების გამო ედავებიან… როგორც ჩანს, ხელისუფლებას მისი დაშინება სურს,, აცხადებს სტატიის ავტორი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანსის ციხეში გამომწყვდეულია ათეულობით ჟურნალისტი, ბლოგერი და მედია-მუშაკი.
,,სააგენტო ,,ტურანის,, დირექტორი მარტო არაა ციხეში… მასთან ერთად ციხის კედლებში იტანჯებიან სხვა ჟურნალისტები და ბლოგერები. ყველა ეს ხალხი უნდა გაანთავისუფლონ. ამასთანავე, არ უნდა მოგვატყუოს პრეზიდენტის განცხადებებმა თავისუფალი სიტყვის შესახებ და მისი აგრესიულ პრაქტიკამ ჟურნალისტების მოსყიდვისა. ჭეშმარიტების ციხეში ჩასმაც შეუძლებელი და მოსყიდვაც,, აცხადებს ,,ვაშინგტონ პოსტი,,

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურას არ მიუღია მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე
შემდეგი სტატიალაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ცეცხლი შიგნიდან გაუჩნდა