ვაშაძის განცხადებით, რაც პარლამენტში მიდის, არის ფარსი

ის, რაც ახლა პარლამენტში მიდის, არის ფარსი – სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, რეფორმის გარეშე, სასამართლო სისტემას არ აუმჯობესებს.

“ეს არ არის მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს არის უმძიმესი რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმის ცვლილება და კლანის დამარცხება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტზე დღეს უკვე მოუსმინეს გენადი მაკარიძეს, ახლა კი მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის თამარ ოქროპირიძის მოსმენა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება