(video) ვაშაძის გამოჩენამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური და გაუგებრობა გამოიწვია

დეპუტატები რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ, არის თუ არა გიორგი ვაშაძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. ზაზა პაპუაშვილს ის სხვა დეპუტატის ჩამნაცვლებელი ეგონა, ხოლო გოგი ქავთარაძის თქმით, გიორგი ვაშაძე განათლების კომიტეტის სხდომაზე საერთოდ არ ჰყავს ნანახი.

კანონმდებლებს შორის ხმაური თავად კანონპროექტის განხილვასაც მოჰყვა. დეპუატატები კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

https://youtu.be/4KJ0MuolWRc

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: დავიბრუნებთ აფხაზ და ოს ძმებს და გავაერთიანებთ ტერიტორიებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: სასამართლოს ტელევიზიით არჩევენ და მის განადგურებას ცდილობენ