მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ მათ ერთიანობითა და სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ. ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება და ძალადობით „რაღაცის“ გაკეთებას ცდილობს.
„ზურგში მიპარვა მშიშარა ადამიანების ქმედებაა და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და სურს, რომ ძალადობით რაღაც გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს ძალადობა უკან შეუტრიალდებათ და ჩვენ ერთიანობითა და უნდა სამშობლოზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ და ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ევროკავშირში გაწევრიანება, წინსვლა, დემოკრატია და ამას ალტერნატივა არ აქვს. დაპირისპირება, ზიზღი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. “ქართული ოცნება” არის წარსული, ეს ხალხი არის მომავალი, ერთიანობა არის მომავალი. მომავალი არის ის, რომ საქართველო, ევროკავშირის წევრი იქნება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.