ვაშაძე: ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს, საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს ორპოლუსიანობა გვართმევს განვითარების პერსპექტივას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვაშაძე მასტან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

„ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.

შია ხალხს, ვერ ვითარდება საქართველო, ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი, მე რომ არ მშია და ამისთვის არ ვაკეთებ, ეს კარგად იცის მიშამაც და მისმა ყველა თანაგუნდელმაც. კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერ იყიდის. ვამბობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდის პერსპექტივა არ აქვს. ძალიან მარტივია, თუ არ იცვლები, სიახლეებს არ სთავაზობ საზოგადოებას, თუ ჩაციკლული ხარ ერთადერთ რაღაცაზე და ეს არის, ემსახურო კონკრეტულ ადამიანს, როგორ უნდა გაიზარდო, როგორ უნდა დაგიჭიროს მხარი მეტმა ადამიანმა. მე არც მიშას ვლანძღავ, არც კლიშეებს ვაკერებ, მისგან განსხვავებით, არც ცრუ ბრალდებებს ვიძახი, თვითონაც ხომ იცის, რომ მოიტყუა. პოსტში, რომელიც დაწერა, იცის, რომ მოიტყუა, მაგრამ რა ქნას, თავისი ინტერესისთვის ასეა საჭირო. ამაზე არ ვბრაზდები, ვიცი მისი ხასიათი, შია ხალხს და გაუბედურებულია იმის გამო, რომ მიშა-ბიძინას გადაყვა ცხრა წლის მანძილზე ყველაფერი. მე საქართველოს ვემსახურები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი: ბევრ საკითხზე სრული თანხმობა გვაქვს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად მივიდა