ვაშაძე – ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ

ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის.

„განწყობა არის ერთიანობისკენ, ცვლილებებისკენ, წინსვლისკენ, მომავლისა და ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, ეს არჩევნები ხომ ამაზეა. პარტიული არჩევნები არ არის, ეს არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის, რომელშიც „ქართული ოცნება“ გვაცხოვრებს. ზოგადად, ხალხს ძალიან უჭირს. უჭირს გაზრდილი ფასები. გლეხის ნაშრომს არაფერს ფასი არ აქვს, რაზეც მონოპოლიებია, უზარმაზარი ფასი აქვს ყველაფერს. ამ მონოპოლიებს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ, ყველა სოფელს მივხედავთ. წყლის, გზის პრობლემაა სოფლებში, ახალგაზრდები აღარ არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, შობადობა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი შემოსავალი იყოს. ამ ყველაფერს აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური – ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის და შემდეგ რუსეთში გადის
შემდეგი სტატიახვიჩია – როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს