ვაშაძე – უნდა დავამთავროთ საბჭოთა კაგებეშნიკური წარსული, ამის ძალა ვართ „სტრატეგია აღმაშენებელი“

სიბინძურის ნთხევა ყველა არჩევნების წინ სტანდარტია. გვინდა ეს დავამთავროთ? ამისთვის არის „მესამე ძალა“. არც წარსულის დაბრუნება, არც არსებული სიბინძურეები, არამედ ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ ისტორიას ეს ბინძური, მავნე, საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ყველას უსმენენ, ყველას უთვალთვალებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეცსამსახურების გარეშე ფარული ჩაწერები ვერ მოხდებოდა.

„მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გარანტი ვართ იმის, რომ ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში სუს-ი აღარ იარსებებს, პოლიტიკური მიყურადებები აღარ იარსებებს და ყველა ადამიანი, ვინც პერსონალურად ერევა სხვა ადამიანების ცხოვრებაში, პასუხს აგებს აუცილებლად კანონის წინაშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება სამართლიანი სასამართლო, გვექნება სამართლიანი სამართალდამცავი ორგანოები და გავარღვევთ ამ უბედურ წრეს, როცა საჯარო სისტემა, უწყებები მუშაობენ ერთადერთ რამეზე, პოლიტიკური დავალების შესრულებაზე და არსად არ არის ადამიანების, მოქალაქეების ინტერესი. ფაქტია, რომ სპეცსამსახურების გარეშე ეს ჩაწერები ვერ მოხდებოდა, ფაქტია, რომ მათი უშუალო მონაწილეობის გარეშე ასეთი მასობრივი, ტოტალური მიყურადებები, თვალთვალი, ყველა ამ ინფორმაციის გავრცელება ვერ მოხდებოდა. ჩემი აზრით, ორ საკითხთან გვაქვს საქმე. ერთი-სისტემა იშლება შიგნიდან და გამოდის ინფორმაციები გარეთ და ვიღაც ამ ყველაფერს ვიღაცის დასაშანტაჟებლად ავრცელებს, მეორე-ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ მათ შორის ეკლესიაზე შეტევა, ეკლესიის შანტაჟი იყოს ამ შემთხვევაში, რადგან ეს მასალები ეკლესიას შეეხება.

ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ უნდა დავამთავროთ ეს უბედურება. ამის ძალა ვართ „სტრატეგია აღმაშენებელი“, სუფთა ხალხი ვართ, ცხოვრებაში არ ჩავრთულვართ არც ერთ კრიმინალურ ქმედებაში და გვინდა, რომ დავამთავროთ ეს საბჭოთა კაგებეშნიკური წარსული. ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება, სუს-ი ვისთან არის ანგარიშვალდებული, ივანიშვილთან არის, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დავასრულოთ ეს ყველაფერი. ამას ვერ დაასრულებს წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკური ძალა, ამისთვის საჭიროა მომავლის ძალები, რომელიც ჩვენ ვართ. თუ ხალხს უნდა შეიცვალოს ეს მძიმე რეალობა, ამისთვის მხარი უნდა დაუჭიროს „მესამე ძალას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“. დანარჩენი ამას არაფერი არ უშველის. დავტოვებთ იმ ძალას, ვინც ხელისუფლებაში არიან? მეტს მოგვისმენენ, მეტს დაგვაშანტაჟებენ და მეტს გააკეთებენ. დავაბრუნებთ ხელისუფლებაში მათ, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება მსგავსი უკანონობის? იგივე მოხდება. ამიტომ, სიახლეს უნდა მივცეთ ხმა“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ადვოკატებს მიმართავს: თქვენი პროფესიის მკვლელობა რომაა ეს ყველაფერი, ამაზე პროტესტი გადაყლაპეთ?
შემდეგი სტატიაომბუდსმენი კრებსებზე: იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში