ვაშაძე – უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოოგიური ვითარებაა შექმნილი, კოვიდთან ბრძოლა ეროვნული ამოცანა უნდა იყოს.

გიორგი ვაშაძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე. ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, ამ საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობა მიიღოს.

„ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ვფიქრობ, ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა დღეს უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანის სიცოცხლეების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. მეორე – ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა არ არის იმის დრო, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვინ იტყვის პირველი, ვინ იტყვის მეორე ან ვინ იტყვის, ვის არ უნდა და ვის უნდა არჩევნები, ფაქტია, იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც და ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის. თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ და კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით ამ პირობებში, ვერანაირად ვერ წავალთ წინ. გავიხსნეოთ გასული წელი, წინა არჩევნები, სამწუხაროდ, გასულ წელსაც, ნოემბერ-დეკემბერში გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა სამედიცინო სექტორი კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდნეობა და იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, 7 000 ადამიანი უკვე ემსხვერპლა კოვიდვირუსს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივიღოთ მონაწილეობა საერთო გადაწყვეტილებაში, საერთო დისკუსიაში არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებათან დაკავშირებით.

2-3 კვირით არჩევნების გადადება ნამდვილად არ შეცვლის ვითარებას და გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი. ამიტომ მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პაუხისმგებლობა თქვენზეა, რადგან ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გამოშვერას, მაგრამ, გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც დაფიქრდით კარგად, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. მივმართავ ასევე ოპოზიციურ პარტიებს და ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეგვეშინდება იმ ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც სჭირდება ხალხს. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ დავამარცხოთ პანდემია და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლეები. მზად ვართ, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ს “ქართული ოცნების” მოქმედი წევრები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო