ვაშაძე – უკრაინასა და მოლდოვას თუ ავცდით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული, მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ვიმსახურებთ ევროინტეგრაციას

კობახიძემ გუშინ 12-გზის მოიტყუა, იცრუა, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, რათა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მთავრობა გონს მოეგო. ეს არის შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი თუ არ მიენიჭება და მიენიჭებათ უკრაინასა და მოლდოვა, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დანაშაული იქნება.

როგორც ვაშაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოქალაქეებმა მთელ ევროპას უნდა გააგონონ ხმა, რომ ქართველი ხალხი ევროინტეგრაციას იმსახურებს.

„ისე თუ მოხდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ავცდით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დანაშაული ქართველი ერისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მეგობრებო, ყველა შეკრებაზე ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. რაც შეიძლება ხმამაღლა მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ევროინტეგრაციას ვიმსახურებთ. ასევე, რაც შეიძლება ხმამაღლა, „ქართულ ოცნებას“ უნდა შევაგნებინოთ, რომ ისინი ევროპული ინტეგრაციის გზას ვერ აგვაცდენენ. ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ამ უზარმაზარ შესაძლებლობას, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აგვაცდინოთ. ვეუბნები კობახიძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ ლიდერს თუ არა ლიდერს – თქვენ ხალხის ძალიან დიდ რისხვას ვერ აცდებით, საშინელი გეოპოლიტიკური კოლაფსი იქნება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემართოს, თუ უკრაინას და მოლდოვას მოგვაშორებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არასდროს შეჩერდება – რეზნიკოვი
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე – საქართველო ნამდვილად არის ფართო ევროპის ნაწილი და ევროპის ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს