26 ოქტომბერს, ერთიანობით მივდივართ არჩევნებზე და ამ კანონს ვაუქმებთ, ეს არის გამოსავალი, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დღეიდან ძალაში შესვლას.
ვაშაძე მიესალმება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებას არ აპირებენ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
„ყველამ ერთად უნდა გავაუქმოთ კანონი, გავაუქმოთ „ქართული ოცნების“ ეს ანტიდასავლური კურსი, გავაუქმოთ ყველაფერი ანტიდემოკრატიული, რაც საქართველოშია და წინსვლა, განვითარება დავიწყოთ, მოვიტანოთ 14 მილიარდი, სამუშაო ადგილები შევქმნათ. იმისთვის, რომ თქვენი ხელფასები გაორმაგდეს, 26 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ, ვისაც გინდათ მიეცით ხმა „ქართული ოცნების“ გარდა.
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. 26 ოქტომბერს, გავაუქმოთ „რუსული კანონი“, ეს არის ჩვენი გზავნილი“, – აცხადებს ვაშაძე.