ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – „ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – “არ მინდა ევროკავშირი”.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია.

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია – მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ – მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს.

რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ – „თავი დაგვანებეთ”.

მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე „ოცნებას“ – ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე
შემდეგი სტატიაოდიშარია ოპოზიციას – თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ!