ვაშაძე – თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს

თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს მნიშვნელოვნად დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი უნდა შეჩერდეს.

მისივე თქმით, მათ შორის, საქართველო სესხს ვეღარ მიიღებს.

„ღიად და პირდაპირ ვაცხადებ, შარლ მიშელის დოკუმენტი არის ძლიერი იმიტომ, რომ ამ დოკუმენტს ჰყავს ხელმომწერებიც, კონკრეტული ადამიანები, ვინც იცის, რაზე მოვაწერეთ ხელი, კელი დეგნანის, კარლ ჰარცელისა და დასავლელი პარტნიორების სახით. თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს მნიშვნელოვნად დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა ტიპის სანქციებზე იქნება პირველ ეტაპზე საუბარი – ეს არის მაკროსაფინანსო მხარდაჭერაზე წინაპირობები და უარი. საქართველო სამწუხაროდ, იღებს ბევრ ვალს. ასეთ სესხებს ვეღარ მიიღებენ, სანამ შარლ მიშელის დოკუმენტი სრულფასოვნად არ შესრულდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიშაქარიშვილი – ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?!
შემდეგი სტატიახაზარაძე: ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს თითქოს გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში ტრაგედია არ ყოფილა