ვაშაძე – თუ ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება, ეს ქვეყნის ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ჯერ ნიკა მელიასთვის გირაოს შეთავაზება უნდა მოხდეს, ამაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ის ამნისტიის კანონით გათავისუფლდება.

„ჯერ შეთავაზებული იქნება გირაო, მაგრამ თუ ის უარს იტყვის გირაოზე, მაინც იქნება შეწყალების დოკუმენტი. პრინციპში გირაო უკვე შეთავაზებულია“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება, ეს ქვეყნის ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება იქნება.

„ნიკა მელიას გამოშვების ორი პარალელური პროცესია – ერთგან მისი თანხმობაა საჭირო, მეორეგან კი ჩვენგან ხმის მიცემა. პირველი – ეს არის გირაო, რომელსაც ევროკავშირი ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება, რომ ქვეყანაში იმ დონეზე მივიდა პოლიტიკური პატიმრების საკითხი, რომ ევროკავშირი იხდის გირაოს. ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ შესაძლებლობას არ იყენებს და ვწუხვარ, რომ ისტორიაში ამას არ ჩავწერთ. თუ ეს არ მოხდა და ნიკა მელიამ გირაოზე უარი თქვა, მაშინ არის ამნისტიის კანონი, რომლითაც ჩვენ მას გავათავისუფლეთ. არ მსურს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ და მზად ვარ, ამ კანონს მხარი დავუჭირო“,- განაცხადა ვაშაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიოზურგეთში არასრულწლოვან გოგონას ეძებენ
შემდეგი სტატია2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომანქანების მფლობელებს განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდათ