ვაშაძე თავს იმართლებს

ხადის, რაზეც აქამდე ვარაუდის დონეზე ლაპარაკობდნენ, ახლა ფაქტით დადასტურდა: ექსნაციონალ გიორგი ვაშაძეს ფოტოკომპრომატი დაუდეს. ზოგადად, ამ ფოტოს შესახებ უკვე ყველამ იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, თუ რაზეა ლაპარაკი: ინტერნეტსივრცეში ორი კადრი გავრცელდა. აქედან ერთზე, ვაშაძე ნოდარ ხადურთან ერთად არის აღბეჭდილი, თან ძალინ მეგობრულ ვითარებში – ფინანსთა მინისტრისთვის ხელი აქვს გადახვეულ. მეორე ფოტოზე კი, „ოცნების“ ყოფილი გენერალური მდივანი, ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი და ვაშაძე მეგორბულად „ტკბილ სუფრასთან“ სხედან, ანუ კადრში საზამთრო და სხვა მსგავსი ნუგბარი ჩანს.
ამ ყველაფერზე ვაშაძეს კითხვა „თაიმერის“ ჟურნალისტმა დაუსვა, თუმცა ექსნაციონალი მოკლე კომენტარით შემოფარგლა: მეო, სურათი იმიტომ გადავიღე, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ეს ადამიანები პოლიტიკური არენდან წავლენ და მინდოდა, სამსახროვო კდრი დამრჩენოდა.
აი, დავიჯერეთ, რა?!
ისეთი არგუმენტი მაინც მოეფიქრებინა ვაშაშეს, რომლითაც თავს რეალურად გაიმართლებდა. ამ პასუხით კი, თავი უფრო ურეს დღეში ჩიგდო. სად და ვის უნახავს, ერთმმანეთთან „დანასისხლად“ გადაკიდებული ადამიანები ისეთ შინაურულ სურათებს იღებდნენ, რომელიც ზემოთ აღვწერეთ?
მოკლედ, ვაშაძე ბოლომდეა „გამოჭერილი“ და ახლა, რაც უნდა, ის ამტკიცოს. ფქტი ჯიუტია: ისტორიას მისი, ხადურისა და ჯანყარაშილის „ფრენდული“ ფოტო შემორჩება!

ჯანკ

banner
წინა სტატიაშიMcDonald’s-მა ამერიკელს 10 დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა ჰამბურგერში ნაპოვნი ჭიის გამო
შემდეგი სტატია“ნოეს კიდობანს” ლომი ლეო გამოაკლდა