ვაშაძე” „სუსი“ ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან

ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუსი“ ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან – ამის შესახებ „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარტიის ლიდერი მიმდინარე მოვლენების მიზეზად ორ საკითხს ასახელებს- პირველი, რომ სისტემა შიგნიდან ინგრევა და ინფორმაცია გარეთ ამიტომ გამოდის და მეორე, შეიძლება ეს ყველაფერი მიზან მიმართულად ხდებოდეს

„სიბინძურის ნთხევა ყოველი არჩევნების წინ არის სტანდარტი. გვინდა ეს დავამთავროთ?! ამისთვის არის „მესამე ძალა“, არც წარსულის სიბინძურეების დაბრუნება და არც არსებული, არამედ ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ ისტორიას ეს ბინძური საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ. ჩვენ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ გარანტი ვართ იმის, რომ ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში „სუსი“ აღარ იარსებებს, პოლიტიკური მიყურადებები შეწყდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც პერსონალურად ერევა სხვის ცხოვრებაში პასუხს აგებს კანონის წინაშე. ფაქტია, რომ სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე ასეთი მასობრივი თვალთვალი და მიყურადებები ვერ მოხდებოდა. ჩემი აზრით ორ საკითხთან გვაქვს საქმე, ერთი არის, რომ სისტემა შიგნიდან იშლება და ინფორმაციები გარეთ გამოდის, მეორე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მიზან მიმართულად ხდებოდეს, მათ შორის ეკლესიაზე შეტევაც. ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუსი“ ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის, რომ საბჭოთა კაგებეშნიკური წარსული დავასრულოთ“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს მიმართავს
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნება”-ოპერატორი აივნიდან თავად გადავარდა