ვაშაძე: სუს-ის დაფინანსება 2 მლნ ლარით იზრდება, ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად მოგვისმენენ

“ამ ბიუჯეტს უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს დავარქმევდი – სუს-ის დაფინანსება იზრდება 2 მილიონი ლარით, ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად მოგვისმენენ. არც ერთი რეფორმა არ არის გათვალისწინებული, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს, ეკონომიკურ ვითარებას გააუმჯობესებს, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით უკეთეს გარემოს შექმნის. წლიდან წლამდე ფული იხარჯება არაფერში. 18 მილიარდნახევარი ლარი უნდათ დახარჯონ იმაში, რომ ხელფასები გადაიხადონ, გაანაწილონ ეს თანხები უწყებებს შორის ყოველგვარი გეგმის გარეშე. სუს-ის დაფინანსება იზრდება 2 მილიონი ლარით, იცით ეს რას ნიშნავს? რომ უფრო მეტად მოგვისმენენ. სასწავლო ცენტრის აშენებისთვის უნდათ, რა უნდა ასწავლოს სუს-მა ადამიანებს, ვისაც ამ ცენტრში მიიყვანენ. ასწავლიან როგორ მოგვისმინონ, გვითვალთვალონ,”-  ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ევროპარლამენტარები ენმ-ს ლობისტები არიან
შემდეგი სტატიასუბარი: სასჯელს ყველა ბოლო დღემდე მოიხდის