ვაშაძე – სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს.

„ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენც არ ვიღებთ მონაწილეობას. კარგია, რომ სახალხო დამცველსაც ეს პოზიცია აქვს. სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. სიყალბე თავის კლანით ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიკამენტის გარეშე დარჩენილი შშმ პირები
შემდეგი სტატიასამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება დაიცვას