ვაშაძე: შემდეგი შეხვედრა აუცილებლად იქნება, ოპოზიციის პოზიცია ერთიანია

“აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა”- ამის შესახებ აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

“აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა, არ ვიცით, კონკრეტულად როდის. ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, ამ შემთხვევაში, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით – ეს არის ახალი არჩევნები, საარცევნო სისტემის და პროცედურების სრული ცვლილება, პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, აქციების გაგრძელება. შაბათს 15:00 საათზე გვაქვს აქცია, რა თქმა უნდა, ძალაშია. პარალელურად, ველოდებით შემდეგი შეხვედრის თარიღს. ”- ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი შეხვედრის შემდეგ: ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით
შემდეგი სტატიაპარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა