ვაშაძე – სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშავოთ – ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი “ქართული ოცნების” მხრიდან მიზანმიმართულად არის გაყინული.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლების არასწორი, გაყინვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

“დღეს ჩვენ ვმსჯელობთ უმძიმეს პრობლემაზე, რომელიც საქართველოს აქვს. ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინულია. შესაბამისად, შეგვიძლია ექსპერტებთან ამ დიალოგს, რომელიც გვაქვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს, დავარქვათ “როგორ გავალღოთ ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი”. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, არ უნდა დაველოდოთ “ქართულ ოცნებას” და შევცვალოთ ის არასწორი, გაყინვის პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს “ქართულ ოცნებას”. ეს არის მიზანმიმართული მათი მხრიდან და აუცილებლად უნდა დავაჩქაროთ ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გვექნება ძალიან ბევრი ინიციატივა, შევთანხმდებით ექსპეტულ წრეებთან, ვითანამშრომლებთ ასევე უკრაინულ ოპოზიციასთანაც. გვექნება ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც დააჩქარებს ამ პროცესს”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე “ოცნების” შეკრებაზე – პარტიული და საარჩევნო საკითხები დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიაკუჭავა – ვენეციის კომისიის დასკვნას განვიხილავთ, თუ რაიმე შენიშვნაა მოცემული, გავითვალისწინებთ