ვაშაძე: საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!

“9 აპრილი ეროვნული სიმტკიცის, გმირობისა და თავისუფლების დღეა! საბჭოთა ტანკებმა ვერ დაგვაჩოქეს და ვერც ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი დაგვამარცხებს!

ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა – კულტურულად და პოლიტიკურად, ჩვენ ევროპა ვართ! ჩვენი ადგილი ცივილიზებულ ხალხთა ოჯახშია – იქ, სადაც უდიდესი ფასი აქვს თავისუფლებას, ღირსებას და ეროვნულ თავმოყვარეობას.

დღესაც ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვდგავართ და გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება!
დიდება 9 აპრილის გმირებს!
დიდება თავისუფლებას!
დიდება საქართველოს!” – გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყველაზე ძვირადღირებული რუსული დრონი Мерлін-ВР ჩამოაგდო