ვაშაძე რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე – სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ოცნების“ პოზიციას

„ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ჩატარდეს სხდომა, სადაც ვილაპარაკებთ სიმართლეზე და მოვა სუს-ის ხელმძღვანელი. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტით რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაძლებელია.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, „მესამე ძალისთვის“ ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს ამ არსებულ დანაშაულებრივ სისტემას არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ კოლეგებს, კარგად დავფიქრდეთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი ვამხილოთ ის დანაშაულებრივი სისტემა, რაც დღეს არის. რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, ეს არ სურს „ქართულ ოცნებას“, რადგან მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ეშინიათ მხილების. მე ყველაზე მეტად ის მაოცებს, ამ მხილებაზე უარს რატომ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – გავრცელებულ ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, თუმცა კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ მაქვს
შემდეგი სტატია23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება