ვაშაძე – რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, ამის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებისა, პოლიტიკურ მხარეებს შორის არცერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე არ გაიმართება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში ეს საკითხებიცაა და მათ გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

„ვწუხვარ, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ „წითელი ხაზებით“ საუბრობს. ეს ძალიან კარგად მიუთითებს მათ მზაობას შეთანმხება-კონსენსუსთან დაკავშირებთ. რაც არ უნდა თქვას არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ამ ორივე თემაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს. ის დესტრუქციული ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მიუთითებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება კი არ აწუხებთ, არამედ მათ აწუხებთ ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის ძარცვა.

რაც არ უნდა იძახონ მათ, ვერ იქნება ვერც ერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარშე არჩევნების საკითხის გარეშე. ეს განრიგი განსაზღვრულია შარლ მიშელის ვიზიტის დროს და ამ განრიგს ხელი მოაწერა მათმა პრემიერ-მინისტრმა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშივინ დააზიანა ილია მეორის ფრესკა მარტვილში?-ექსკლუზიური ფოტომასალა
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ჩვენთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა გადამწყვეტია