ვაშაძე: რაც რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელისაშვილთან ცალკე კი არა, საერთოდ შეხვედრას არ აქვს აზრი

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი “მთავარი არხის” ეთერში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “მოქალაქეებთან” და “გირჩის” განაყოფთან არანაირი ცალკე შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა და მისთვის მოულოდნელი იყო განცხადებები, რომელიც ტელევიზიიდან მოისმინა.

ვაშაძემ ალეკო ელისაშვილი ტყუილებში დაადანაშაულა. მისი თქმით ის, რაც გასულ საღამოს რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელისაშვილთან ცალკე კი არა, საერთოდ შეხვედრას არ აქვს აზრი:

კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცალცალკე კი არა საერთოდ შეხვედრას არ აქვს აზრი მასთან. ტყუილებს იტყვის ეს ადამიანი, მერე ამაზე აიგება, მე ახლა ვამტკიცებ, რომ არავინ არ მაშანტაჟებს, აბსურდთან გვაქვს საქმე. წარმოგიდგენიათ, ალეკო ელისაშვილთან შეხვედრის გამო კომპრომატებით ვიღაც მაშანტაჟებს? ჯერ ერთი, ტელევიზიით გავიგე რომ მას პირადად უნდა შევხვედროდი, არ ვიცოდი, ესეთი შეთანხმება არ ყოფილა.

​ერთადერთი, უბრალოდ ვახომ მომწერა, როდის ჩამოდიხარ, კვირას გადავიკვეთოთო. ასე ვხვდები ხოლმე, დეკემბერშიც სანამ აქ ვიყავ ვახომ ოფისში შემოიარა და ვისაუბრეთ რაღაც საკითხებზე. ტელევიზიით უცებ ისე გამოვიდა, რომ მე მხვდება “გირჩის” ეს ნაწილი და ელისაშვილი პომპეზურობით, რომ რაღაცაზე უნდა დამითანხმონ თითქოს და მე ვთქვი, რომ ეს სტრატეგიულად არასწორია მოლაპარაკებების პროცესში” ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს: ავანტიურისტი და მატყუარა ხარ არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული

 

banner
წინა სტატიაშითამუნა კირვალიძე: არც ჟურნალისტიკა და არც პოლიტიკა ასეთ იაფფასიან ქცევას არავის პატიობს
შემდეგი სტატიამამაუკა ხაზარაძე: მინდა მადლობა ვუთხრა იაგო ხვიჩიას, რომელიც გამომყვა და თქვა რომ მიუღებელია მისთვის რაც იქ მოისმინა