ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ექნება, თავი აარიდოს რომელიმე პუნქტის შესრულებას

სენატში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია საფუძვლად დაედება აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება შანსი, თავი აარიდოს პარტიებს შორის დადებული შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულებას.

„სწორედ ეს რეზოლუცია დაედება საფუძვლად საქართველოს სამომავლო თანამშრომლობას და რაც მთავარია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ექნება, თავი აარიდოს რომელიმე პუნქტის შესრულებას, რომელიც არის ამ დოკუმენტში. მე სენატორებთან ასევე მაქვს კონტრაქტი და დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი მონიტორინგი და დახმარება იქნება მთავარი იარაღი, რითაც ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას“, ყველა ეს საკითხი იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციით ყველაფერი ნათქვამია. მივდივართ სამოქმედო გეგმის მიხედვით, თქვენ ყველა პოლიტიკურ ძალას იხილავთ პარლამენტში, ამაშიც დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მაისის პირველ ორ კვირაში
შემდეგი სტატიამამა ათინოგენე: ერთპიროვნულად მეუფე სტეფანეს არავის განკვეთის უფლება არ აქვს (ვიდეო)