ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არანაირი შეთანხმება

„ჩვენ სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დღეს უფრო დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას დიდი მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რადგან დესტრუქციული როლი „ქართულმა ოცნებამ“… ბოდიშს ვუხდი საქართველოს საზოგადოებას, რომ კიდევ ერთი გაწბილებაა დღეს, რადგან ყველას გვინდოდა, შეთანხმებით დასრულებულიყო დღევანდელი დღე, მაგრამ ეს გასაღები ოპოზიციის ხელში არ არის, ეს გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და ამას დარწმუნებულ ვარ, ხვდებიან ჩვენი მედიატორები ამ პროცესში, როგორც ევროპული მხარე ისე ამერიკული. მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არანაირი შეთანხმება. რეალურად ჩემთვის ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებთან დაკავშირებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ჩემი აზრით იქცევა დესტრუქციულად და ამაზე მიიღებს შესაბამის პასუხს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე