ვაშაძე – პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და თავს დაესხა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ვაშაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ბორჯომში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

„ბოლომდე გაშიშვლებულმა პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებს განხილავდნენ. ძალადობრივი ჯგუფი ემუქრება ბანაკში მყოფ ბავშვებს. გარდა ამისა, დღეს დილით, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინეთ ბორჯომში მობილიზება და უზრუნველყავით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება!

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და ღარიბაშვილს, საქართველოს ვერ გადააქცევთ რუსეთად, ხელი აიღეთ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე! ხელები შორს ახალგაზრდების და საქართველოს მომავლისგან“, – აცხადებს ვაშაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“თბილისიდან აგვედევნენ, ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა” – “ოცნების” პროპაგანდისტები ბორჯომში არიან
შემდეგი სტატიაპესკოვი – უკრაინას რაც უფრო შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღება ექნება, მით უფრო დიდი უნდა იყოს „სანიტარული ზონა“