ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოცნება კიდევ ერთი გაბანძებისთვისაა მზად

ქართული ოცნება მარცხდება. ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ და ამიტომაც არის, რომ უსუსური მცდელობები აქვთ. ხომ იციან, რომ წინასწარ წაგებული მცდელობა აქვთ, მაგრამ ბოდიში ამ სიტყვისთვის, კიდევ ერთი გაბანძებისთვისაც მზად არიან – იმიტომ, რომ თემა რაიმე სხვა საკითხზე გადაიტანონ.

მათ ვეუბნები – ხალხო, ნუ გეშინიათ. მარცხი, წადით ოპოზიციაში, ჩვენ საქმეს მივხედავთ და მერე ვნახოთ, რას ილაპარაკებთ და რას გააკეთებთ ამ ქვეყანაში. დაგვაკვირდით, რამდენ კარგ საქმეს გავაკეთებთ საქართველოში,-ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ხელახლა დაწყებას ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პაპუაშვილის განცხადებით, წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიამდინარაძე: არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს კონსტიტუციის თავზე გადახევა