ვაშაძე – პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს

პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ის დარწმუნებულია, რომ მალე საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანებას იზეიმებს.

„დარწმუნებული ვარ, უახლეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირში წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი გმირების პატივსაცემად.

დიდება საქართველოს, დიდება მათ სახელებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს