ვაშაძე – ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარია ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები

ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვერც ერთი ფასილიტატორი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. წერტილი. „ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ საგარეო პოლიტიკური. ამიტომ ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ ერთმანეთში კომპრომისს, მოვილაპარაკებთ, რა დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პარლამენტში შესვლა, როცა ყველა ოპოზიციური პარტიის და მხარდამჭერების 100 პროცენტი ამის კატეგორიული წინააღმდეგია“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს. მოგვიანებით, შეხვედრებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშივაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება
შემდეგი სტატიაპროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს