ვაშაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება.

მისივე განმარტებით, ეს შეხვედრა არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას და არც ერთი პროცესის იმიტაციაში მონაწილეობას არ აპირებენ.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ რაღაც შეხვედრაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს შეხვედრა არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას, იმ ათიათასობით ადამიანის მისწრაფებას, რომელიც რუსთაველზე იკრიბებოდა და ჩვენ არც ერთი პროცესის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის და ჩვენ არ შევქმნით იმიტაციის შესაძლებლობას მათი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნის საკითხს დაეთანხმოს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ცალსახად მინდა, პოზიცია დავაფიქსიროთ, სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ერთ საკითხზე, ამაზე დავეთანხმებით, თუმცა წინასწარ ვამბობთ, რომ ამას „ქართული ოცნება“ არ იზამს. ამასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მკაფიოა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებული განცხადების იმ ნაწილს, სადაც კობახიძე ომისა და კანდიდატის სტატუსის კავშირებზე სუაბრობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს ცხადყოფს, რეალურად ვისთან აქვს ხალხს საქმე.

„რაც შეეხება რეალურად, კანდიდატის სტატუსს რა შემთხვევაში მივიღებთ, კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ფეესბეს მესიჯით დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე ოლიგარქულ რეჟიმს ჩამოვაშორებთ მმართველობას და სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შეთავაზება, რომელიც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. ამაზე ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პოზიცია ძალიან კარგად ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ.

მინდა, წაგიკითხოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ გამოთქმული ირაკლი კობახიძის ციტატა – „თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, ამ შემთხვევაში, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი“. ეს არის ფეესბეში დაწერილი ჩვეულებრივი მესიჯი და ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს ამერიკის ელჩი. შესაბამისად, ძალიან ცალსახად ცხადყოფს რეალურად, ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძემ 3 ივლისის აქციის მონაწილეებს მოუწოდა, იმედს ნუ დაკარგავენ. მისივე განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე.

„რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული, გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს ხალხი იყო მოსული, რათა დაწყებულიყო ხელისუფლებიდან ოლიგარქული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, რადგან ჩვენი რწმენა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ მეტნი, ვიდრე ის ფეესბეს მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია, რომ გავიმარჯვებთ. ერთადერთი, რაც იქნება თანამონაწილე და მეგზური „ქართული ოცნების“, ეს არის რწმენის გატეხა ჩვენში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამას ახლო მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ. ერთ რამეში ვართ დარწმუნებული, დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის 90%, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშირაქვიაშვილი – ოლიგარქის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ივანიშვილი შევა, მაგრამ შევლენ სხვა ბიზნესმენებიც, უკრაინის მსგავსი კანონი რომ მივიღოთ, კეზერაშვილიც მოხვდება, ხაზარაძეც
შემდეგი სტატიაკობახიძე – ევროპარლამენტარმა გალერმა თქვა, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ამ ადამიანებისთვის პატრიოტი უნდა წავიდეს და ქვეყანა უსამშობლოებს ჩაბარდეთ