24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ვაშაძე: “ოპოზიციის ალიანსს” 10-დან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება

“10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება, პირველ ეტაპზე, თბილისში. “ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ, ჩვენს გზავნილებს მივიტანთ და საზოგადოების აზრს მოვისმენთ. 26 მაისს იქნება სუფთად პოლიტიკური შეკრება, ღიად ვამბობ. ალიანსისთვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან. ჩვენ გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ აბსოლუტურად ყველას და გვსურს მათგანაც მანდატი მივიღოთ. პირველი მანდატის აღება იქნება “ოპოზიციის ალიანსის” მხრიდან საზოგადოებისგან.

ახლა, რასაც ალიანსი ვაკეთებთ, ეს არის საზოგადოების გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ჯერ არჩევნები მიღწეული არ არის. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, არჩევნებამდე იმხელა უპირატესობა უნდა უნდა იყოს ჩვენს მხარეს, რომ ვეღარ შეძლოს მეორე მხარემ ამ უპირატესობის სიყალბით გადალახვა. ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ალტერნატივა შევთავაზოთ საზოგადოებას. ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო მძლავრი ეკონომიკით, სრულფასოვანი დემოკრატიით, ძლიერი თავდაცვით. მათი გზა არის იზოლირებული საქართველო, ტყუილებში ქვეყნის მართვა. ვფიქრობ, ახლა ოპოზიცია არის გაცილებით უფრო კონსოლიდირებული,_ თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში “პოლიტ-ქალაქში”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
შემდეგი სტატიაSky News: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უარი თქვა