ვაშაძე – ნიკა გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით

ჩემი ამომრჩევლების დამოკიდებულებას ვიკლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში, ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა ასე სისტემურად უნდა მუშაობდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარტიის სოციოლოგიურ კვლევას ეხებოდა.

„კვლევებათან დაკავშირებით კარგია, რომ დამისვით კითხვა. საერთოდ, გამაოცა გუშინდელმა სიუჟეტმა. პირველი ის, რომ კვლევებს მუდმივად ვატარებთ. მყავს საერათაშორისო სოციოლოგიური ჯგუფი და არის ქართული ჯგუფიც, რომელიც მონაწილეობს. ვწუხვარ, რომ ბატონმა გვარამიამ ისევ არასწორი ინტერპრეტაციით გაიტანა ეს კვლევები და მერე რაღაც ყურების მობმა მოხდება ხოლმე. ჩემი ამომრჩევლების დამოკიდებულებას ვიკლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა ასე სისტემურად უნდა მუშაობდეს, ვის მიმართ რა განწყობები აქვთ და სად რა მდგომარეობა არის. თუ ჩვენი რეიტინგი გაინტერესებთ ამ კვლევებით, რვა პროცენტზე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბაზისო რეიტინგი ასული. რაც შეეხება იმ რაღაცის ყურის მიბმებს და მობმებს, სხვათა შორის, დიდი მადლობა „პოსტფაქტუმს“, პირველად ცხოვრებაში მომიძღვნა სიუჟეტი, ძალიან ბედნიერი ვარ ამისთვის. გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემა არის, სადაც გახარიას კი არა, ყველასთან მიმართებაში ვიკლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, ისევე როგორც ყველასთან მიმართებაში.

კითხვის შინაარსი იყო ინტერპრეტირებული. დეტალურად როგორ იყო, საჯარო არ არის ეს კვლევა და შემიძლია, მერე ჟურნალიტებს დაგიძახოთ და გაჩვენოთ კიდეც, როცა დამთავრდება, რადგან არასწორია წინასწარ ამაზე საუბარი. საუბარი არის ჩვეულებრივ საკითხზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების დამოკიდებულება გახარიასთან მიმართებაში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლის დამოკიდებულება „ლელოსთან“ მიმართებაში და ა.შ. დაახლოებით 48 კითხვა არის. მთავარი სამიზნე არის, დავადგინოთ რაღაც ტურბულენციები თუ იქნა პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ამის უფლება გვაქვს და გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით, ვერცერთ შემთხვევაში. თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება, არასდროს არავის არაფერს ვუთანხმებ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვედრა კობახიძის გაფუჭებლი საქმის გამოსასწორებლად შედგა