“ნაცმოძრაობას” გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“მეგობრებო ნუ ხართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში. ერთად ვიმუშავოთ. ჩვენ ერთიან ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა იმას, რომ ვაიმე დედა, რას მოაწერეს ხელი. რას მოვაწერე და ევროპული თანხმობის დოკუმენტს მოვაწერე ხელი. ამ ჩანაწერს ამნისტიასთან დაკავშირებით მთელი “ნაცმოძრაობა” ეთანხმებოდა. ერთხელ საჯაროდ არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა ამაზე.
მელიას არ ვგულისხმობ. ვაი იმ ადამიანებს, მელიას რომ პასუხისმგებლობას აკისრებს. “ნაცმოძრაობას” გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან დაიხსნას და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს. პირობას გაძლევთ, რომ მელიას გათავისუფლდება და არაფერ აღიარებაზე ხელის მოწერა არ მოუწევს. ტალახის მსროლელთა დაჯგუფებას, ყველაზე უარესი დაჯგუფება რომ არის პოლიტიკაში, ხალხი პასუხს გასცემს. მე ვარ პასუხისმგებელი შედეგზე და მას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს”, – განაცხადა ვაშაძემ.