ვაშაძე – “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმა 5 ივლისის მოვლენების გაგრძელებაა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, “ქართული ოცნების” ოფისში “მთავარი არხის” ოპერატორ ლევან აბლოთიაზე თავდასხმას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

“ქართული ოცნების” მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ, “მთავარი არხის” ოპერატორზე მომხდარი თავდასხმა არის გაგრძელება 5 ივლისს, ჟურნალისტბზე თავდასხმის და იმ შეტევის თავისუფალ სიტყვაზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ეწევა ბოლო პერიოდში. თუ შენ ებრძვი თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ სასამართლოს, თუ გინდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნით აკონტროლო, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ქვეყნის განვითარება.

მოსმენა, დასმენა, თვალთვალი, ძალადობა, იქცა ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად. მივმართავთ მოქალაქეებს, ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ. 2 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები – ან ვირჩევთ ცივილიზებულ სამყაროს, განვითარებულ საქართველოს, ან ვირჩევთ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩახრჩობილ საქართველოს”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სააკაშვილზე – აგერ, ნახავთ, ვერავითარ ჩამოსვლას ის საქართველოში ვერ გაბედავს
შემდეგი სტატიაკობახიძე სუს-ის ჩანაწერებზე – სისულეები ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს