ვაშაძე: მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.

„მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.

მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უმოკლეს ვადებში იქნას ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: პრეზიდენტი თეორიულადაც კი ვერ იქნება დამოუკიდებელი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ “სინოფარმს” ავტორიზაცია მისცა