ვაშაძე – მიხარია, რომ ჯერ ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა

მიხარია, რომ ჯერჯერობით ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბრიტანეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მარკ კლეიტონი ამბობს, რომ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რათა გარანტირებულად ვერავინ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა.

„მიხარია, რომ ჯერჯერობით ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციების გვერდის ავლა, მაგრამ ვიდრე ბრიტანეთში წავალთ, ვიდრე ამერიკაში და უკრაინაში წავალთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უკვე სამი კვირაა, აყენებს საკითხს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რათა გარანტირებულად ვერავინ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლა.

სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს მატყუარა ოცნებების პარტია თავისი მატყუარა ლიდერებით. რატომ არ აკეთებს, ჩემში ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს იწვევს. იქამდე თუ მივიდა, რომ ბრიტანეთმაც და ამერიკაში, თეთრ სახლში შექმნილმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით ხდება, ძალიან ცუდი ბედი ელის პირველ რიგში, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი – „მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს სრულყოფილი წევრობა უზრუნველყოფს, ეროვნული ინტერესების გრძელვადიან დაცვას“
შემდეგი სტატიაადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე