ვაშაძე – მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტია გადაწყვეტილებას 15-დან 20 ივლისის პერიოდში გაასაჯაროვებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტია გადაწყვეტილებას 15-დან 20 ივლისის პერიოდში გაასაჯაროვებს.

ამასთანავე, როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განიხილავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საერთო ოპოზიციური კანდიდატის დაყენებას და მესამე ძალის ფორმირებაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ პირველი ივლისიდან დავიწყებდით კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან. ჩვენი მთავარი პრინციპი ნათქვამი გვაქვს და ამას ნამდვილად არ გადავუხვევთ – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ საერთო ოპოზიციური კანდიდატის დაყენებას. სხვა ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან გვექნება კონსულტაცია. დაახლოებით, 15-დან 20 ივლისის პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილებას გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ვმუშაობთ იმისთვის, რომ მესამე ძალის ფორმირება მოხდეს, რომელიც რეალურად დაიხსნის ქვეყანას ამ უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკურ- სოციალური და უბრალოდ ადამიანური კრიზისისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ხელისუფლების უმოქმედობის გამო, კორონავირუსით უამრავი ადამიანი იღუპება
შემდეგი სტატიადავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა