ვაშაძე – მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ელჩების მიმართ ყველანაირ თავდასხმას ემიჯნება და მადლობას უხდის მათ გაწეული საქმისთვის.

ვაშაძის განცხადებით საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმები კატეგორიულად მიუღებელია.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არცერთი პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას არ ახორციელებს აშშ-ის ან ევროკავშირის ელჩებზე.

“მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათ რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ამ შემთხვევაში, ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის წინაშე არიან მათი ოჯახის წევრები და ყოველთვის ვუგულშემატკივრობ. ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეტევა საელჩოებზე და ელჩებზე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში.

ჩემი აზრით, ეს არის უფრო კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს, ცალკეულ პირებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა ადამიანებს შეუძლია ქონდეთ საკუთარი აზრი. მე არ მეგულება, ამ ეტაპზე, არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. რაც შეეხება გამართლებულია თუ არა, პოლიტიკოსებს, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია ქონდეს. ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რასაც აკეთებენ და მაქვს იმედი, რომ ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ იმ საქმისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ივანიშვილი ის ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა
შემდეგი სტატიაპრეპარატი „იმუნო ჰერბი“ მედგარ წინააღმდეგობას უწევს COVID -19-ს