ვაშაძე ლომჯარიას გადაწყვეტილებას მიესალმება: ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე.

ვაშაძის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში კონკრეტული ცვლილებების მოთხოვნის საკითხში ერთიანი უნდა იყვნენ.

„ამ პროცესში ოპოზიციური პარტიები არ ერთვებიან, რადგან ეს არის დაგეგმილი სიყალბე. პროცედურულ სიყალბეში მონაწილეობას არ ვაპირებთ. როდესაც ადამიანს წარმოადგენს კლანი, რომელმაც წაგვართვა მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამარლოს უფლება, მათ ნული და ნულზე უფრო დაბალი ნდობა აქვთ. შესაბამისად, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ იმაში, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ კონკრეტული ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. მე პირობას ვდებ, ჩვენსას აუცილებლად გავიტანთ. როგორც გავიტანეთ თამარ ჟვანიაზე, პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო რეფორმაზე, ასე გავიტანთ მართლმსაჯულებაზე. მთელი საზოგადოება, ერი და ბერი ერთად დგას, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა აღარ გვინდა. მთელი დასავლეთი მხარს გვიჭერს, ამერიკიდან დაწყებული ევროპით გაგრძელებული, შარლ მიშელით დაწყებული, ბაიდენით დამთავრებული. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულებას დავათმობინებთ და მართლმსაჯულების გასაღებს ქართველ ხალხს გადავცემთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია”
შემდეგი სტატიაგიორგი თაბაგარი: იმედი გვაქვს, რომ ეკლესია მოეგება გონს და არ იძალადებს ადამიანებზე