ვაშაძე – კომუნიკაცია მქონდა აშშ-ის საელჩოსთან, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ნორმალურ გარემოდ ვერ ჩაითვლება

კომუნიკაცია მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ისინი დაინტერესდნენ ჩვენი სამტრედიის კანდიდატის ფაქტითაც და რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება წინასაარჩევნოდ – დანით დაჭრები, გატაცებები, დაშინებები, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ნორმალურ გარემოდ, – ამის შესახებ „სტრატეგია“ აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან გიორგი ვაძშაძემ შეაფასა დმანისსა და რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება და აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მკაფიოა.

„ამიტომ, ძალიამ მკაფიოა პოზიცია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, რომ „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს მსგავს მოქმედებას, ძალიან მძიმე შეფასება ექნება ზოგადად ამ არჩევნებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასობით დამკვირვებელი ჩამოდის ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშიხაზარაძე ხელისუფლებას – ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი
შემდეგი სტატიაკალაძე – პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პროვოკაციას აწყობს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია